ესე:
პედაგოგის თვითგანვითარება ინფორმაციული
და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
და მის გარეშე
თვითგანვითარება ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია
ადამიანის ცხოვრებაში, მითუმეტეს, თუ ადამიანი პროფესიით პედაგოგია.
საზოგადოება მუდმივად ახსენებს პედაგოგს პროფესიული
განვითარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ბევრი მათგანისთვის ბუნდოვანია, კერძოდ
რა ღონისძიებებს გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და რატომ არის ის
ერთნაირად აუცილებელი როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მასწავლებლისთვის.
პედაგოგის განვითარება გულისხმობს იმ საქმიანობას,
რაც პედაგოგს კვალიფიკაციის ამაღლებაში და კარიერული შესაძლებლობების მოძიებაში ეხმარება.
ეს ღონისძიებები ხორციელდება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში და მაშინ
არის ყველაზე ეფექტური, როდესაც უწყვეტ პროცესს წარმოადგენს.
პედაგოგის თვითგანვითარებისთვის პირველ რიგში
აუცილებელია მასწავლებელი თავად იყოს მოტივირებული და დაინტერესებული, იყენებდეს ყველა
ხელმისაწვდომ შესაძლებლობას, ამასთანავე მისაღებია, რომ მას ჰქონდეს პირადი პროფესიული
განვითარების გეგმა, რაც მას პროფესიული მიზნების დასახვას და განხორციელებას გაუადვილებს.
პედაგოგს თვითგანვითარება შეუძლია არა მარტო თანამედროვე
ლიტერატურის გაცნობით, მას ასევე შეუძლია საკვალიფიკაციო ტრენინგ კურსების მოსმენა
, ლექციებსა და სემინარებზე დასწრება და მრავალი სხვა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები დღესდღეობით
დიდ ადგილს იკავებს ადამიანის ცხოვრებაში და მის განვითარებაში.
21-ე საუკუნის პედაგოგს ხშირად უნდა ქონდეს შეხება
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან, მას წამებში შეუძლია მოიძიოს ნებისმიერი მისთვის საჭირო
და საინტერესო ინფორმაცია ნებისმიერი მოვლენის შესახებ.
მრავალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაა ასევე
ონლაინ ფორუმებიდან და ბლოგებიდან, შესაძლებელია ონლაინ კონფერენციაში ჩართვაც და მნიშვნელოვანი
ინფორმაციების მოპოვება, რომელიც პედაგოგს დაეხმარება შემდგომი თვითგანვითარებისა და
კვალიფიკაციის მნიშვნელოვნად ამაღლებაში.
No comments:
Post a Comment